პრეზენტაცია

03-05-2014
სტუ-ში რეზო სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

3 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის რეზო სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი – “მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა”– გამომცემლობა “მოაზროვნემ” გამოსცა. მასში 100 ლექსია შესული, რომელიც ავტორმა სულ რაღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში შექმნა.

წიგნის ავტორმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მშობლიური უნივერსიტეტის კედლებში, ხალხმრავალ აუდიტორიაში თავის შემოქმედებას წარუდგენდა საზოგადოებას.

რეზო სტურუას შემოქმედებაზე, მის მოღვაწეობაზე ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მისმა კოლეგებმა. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები