საკვირაო სკოლა

29-04-2014

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია (V-VIII კლასის მოსწავლეთათვის). საკვირაო სკოლაში ტარდება მეცადინეობები დაპროგრამების ენებში, სახალისო მათემატიკაში, საუბრები ჯერ კიდევ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემებზე.

დაპროგრამების ენების პროგრამა:

1. დაპროგრამების ენა C++-ის სრულყოფილი შესწავლა.

2. მონაცემთა დახარისხებისა და თანამედროვე ძებნის მეთოდების ალგორი თ მების განხილვა და შესაბამისი პროგრამული რეალიზაცია C++ დაპროგრამების ენაზე.

3. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითად ი საკ ი თხების: ობიექტები, კლასები, პოლიმორფიზმი, აბსტრაქცია, მემკვიდრეობითობა, ინკაფსულაცია (კლასის რეალიზაციის გამოყოფა მისი ინტერფეისისაგან), განხილვა და შესაბამისი ამოცანების გადაწყვეტა.

4. C++ დაპროგრამების ენის ბაზაზე ტექსტურ ფაილებთან მუშაობა.

5. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა Java-ს განხილვა.

6. კლ ა სები Java-ში, ობიექტები, მეთოდები. მეთოდების ხელახალი განსაზღვრა და გადა ტ ვირთვა. რევერსული მეთოდები.

7. განსაკუთრებული სიტუაციების ავტომატური და ხელით დამუშავება Java -ში.

8. პაკეტები და ინტერფეისები. პაკეტების იმპორტირება.

9. გრაფიკული ობიექტები. Swing კლასი და მისი შესაძლებლობები.

10. გრაფიკულ ობიექტებთან მუშაობის ჩადგმული მეთოდები Java -ში.

სწავლება უფასოა .

„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“ ჩარიცხვის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე (http://ertad.gtu.ge/), ან მობრძანდით აღნიშნულ მისამართზე.

მისამართი : სტუ , VI კორპუსი . V სართული, ოთახი 510, “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახურიერთად, ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ.: 236-41-28, მობ. 551 79-91-99

მეცადინეობები ტარდება შაბათ ობით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები