საერთაშორისო ჟურნალი

16-04-2014

ISSN 2162-1357 (ბეჭდვითი), ISSN 2162-1381 (ონლაინ)

ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჟურნალი (International Journal of Business, Humanities and Technology - IJBHT) აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მორიგი გამოცემისათვის.

ჟურნალს გამოსცემს ამერიკის იდეების ხელშემწყობი ცენტრი (Center for Promoting Ideas - CPI). ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

არსებობს ჟურნალის როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ვერსიები.

 

IJBHT ინდექსირებულია და ჩართულია Cabell’s, EBSCO, Ulrich’s , IndexCopernicus International და Gale საინფორმაციო სერვისების სისტემებში.

IJBHT აქვეყნებს ორიგინალურ სტატიებს, წიგნებისა და სტატიების მიმოხილვებს, ანალიტიკურ და იმიტირებულ მოდელებს, ქეიზ-სთადის, ემპირიული კვლევებსა და ტექნიკურ შენიშვნებს.

 

ჟურნალის მეოთხე ტომის #3 გამოცემა გამოქვეყნდება 31.05.2014.

გამოსაქვეყნებელი მასალები რედაქტირებისათვის უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე editor@ijbhtnet.com, არაუგვიანეს 2014 წლის 5 მაისისა. 

ჟურნალის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.ijbhtnet.com

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები