საგანმანათლებლო ინიციატივა

10-04-2014 10 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ სტუდენტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივა გააცნო. აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის არაერთ პროექტს განახორციელებს, მათ შორის, ისეთ პროექტებსაც, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა – საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს სახელმწიფო დააფინანსებს.

პირველ ყოვლისა, დაფინანასდება ის მიმართულებები, რომელთა დეფიციტიც დღეს ქვეყანაშია. პრემიერის ინიციატივაში ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთვებიან. ცენტრი, ასევე, ითვალისწინებს სამშობლოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობას.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები