შეხვედრები

08-04-2009

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებს

საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო გაცვლით პროგრამებზე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავთ შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გაცვლით პროგრამებზე მუშაობენ.

პირველ შეხვედრაზე გაგაცნობთ სამინისტროში არსებულ გაცვლით პროგრამებს და სსიპ - განვითარების და რეფორმების ფონდი წარმოგიდგენთ საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის პროგრამის პრეზენტაციას, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ - განვითარების და რეფორმების ფონდის მეშვეობით ახორციელებს.

შეხვედრა ამა წლის 7 აპრილს 11 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება.

გთხოვთ, აცნობოთ სტუდენტთა თვითმმართველობას და დაგვისახელოთ ის კანდიდატი ვინც თქვენი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.

 

უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა
და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები