პრეზენტაცია

06-04-2009
სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების პრეზენტაცია გაიმართა
 
6 აპრილს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ისაუბრეს განყოფილების მომავალი სამოქმედო გეგმების შესახებ.  სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების მიზანია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა; მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციასთან, ასევე სტუდენტებთან; ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება; სხვადასხვა ორგანიზაციებში სტუდენტების სტაჟირება და მათთვის სწავლის პროცესში ხელშეწყობა; ასევე, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა და სხვა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები