გამოფენა

14-12-2007

20 დეკემბერს 17:00 სთ. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრიარქობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

20 დეკემბერს საღამოს 5-სთ-ზე წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მრევლი აწყობს გამოფენას, რომელიც ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ის პატრიარქობის 30 წლის იუბილეს. გამოფენაზე წარდგენილი იქნება პატრიარქის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები და გამონათქვამები.

გამოფენაზე გაიმართება პრეზენტაცია ფილმისა „ნათელი ბნელში“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი: დეკანოზი გიორგი ყიფშიძე). გამოფენაზე აგრეთვე გაიმართება პრეზენტაცია სიმღერისა „ნუ დაივიწყებ შენი ვალია“, რომელსაც შეასრულებს ანსამბლი „ქართული ხმები“.

გამოფენა გაგრძელდება 26 დეკემბრამდე.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქარვასლის დარბაზი, სიონის ქ. N8.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები