ჩინეთის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

27-02-2009

ჩინეთის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009/2010 სასწავლო წლისთვის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ სწავლების სახელმწიფო ფონდის მართვის კომიტეტმა გამოყო 5 სტიპენდია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე მკვლევარებისათვის 2009-2010 სასწავლო წლისთვის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ სწავლების სახელმწიფო ფონდის მართვის კომიტეტის მიერ მოწოდებული უნივერსიტეტების ჩამონათვალიდან აპლიკანტმა უნდა მიუთითოს ერთი აკადემიური პროგრამა და სამი საგანმანათლებლო დაწესებულება.

აპლიკანტმა თავად უნდა მიმართოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მოიპოვოს სწავლის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სია იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე (http://en.csc.edu.cn/Lianhua/c1e7463d02704511940e91faa7ba7942.shtml).

სასწავლო პროგრამები და მათი ხანგრძლივობა

N სასწავლო პროგრამები სწავლების ძირითადი დრო ჩინური ენის სასწავლო კურსის ხანგრძლივობა სტიპენდიის ხანგრძლივობა
აკადემიური წელი
1 საბაკალავრო 4-5 1-2 4-7
2 სამაგისტრო 2-3 1-2 2-5
3 სადოქტორო 3-4 1-2 3-6
4 ჩინური ენის სასწავლო კურსები 1-2 - 2 -მდე

სწავლება მიმიდინარეობს ჩინურ ენაზე, აქედან გამომდინარე პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ფლობენ ჩინურ ენას.

იმ შემთხვვაში თუ აპლიკანტი არ ფლობს ჩინურს:
საბაკალავრო პროგრამებზე სავალდებულია აპლიკანტმა გაიაროს 1 ან 2 წლიანი ენის სასწავლო კურსი:
ა) საინჟინრო, აგრონომიულ (სასოფლო-სამეურნეო) ეკონომიურ, მედიცინის (აღმოსავლეთის მედიცინა), მენეჯმენტის და სამართალის სპეციალობებზე - 1 წელი.
ბ) ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიის ან მედიცინის (ტრადიციული ჩინური მედიცინა) სპეციალობებზე - 2 წელი

სტიპენდია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. გზის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასაკობრივი შეზღუდვა: აპლიკანტის ასაკი განაცხადის შევსებისას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს სადოქტორო პროგრამაზე - 40 წლამდე.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია

  1. სააპლიკაციო ფორმა (შევსებული ჩინურ ან ინგლისურ ენაზე), იხილეთ ვებ- გვერდი - http://en.csc.edu.cn/uploads/APPLICATION%20FORM%20FOR%20CHINESE%20GOVERNMENT%20SCHOLARSHIP.pdf
  2. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
  3. საბაკალავრო პროგრამაზე ატესტატის და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლები დამოწმებული ნოტარიულად)
    სადოქტორო პროგარამზე სასწავლებლად - მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
    აპლიკანტი თუ სწავლობს ან მუშაობს ცნობა სასწავლო ან სამუშაო ადგილიდან
    ყველა დოკუმენტი, რომელიც არ არის ჩინურ ან ინგლისურ ენაზე მოითხოვს თარგმანის ნოტარიულ დამოწმებას
  4. სასწავლო ან კვლევის გეგმა ჩინურ ან ინგლისურ ენაზე (სტუდენტებისთვის არა ნაკლებ 200 სიტყვა, მკვლევარებისთვის 500 სიტყვა). დეტალური კვლევის გეგმა მოეთხოვებათ მხოლოდ დოქტორანტებს და მკვლევარებს.
  5. ორი სარეკომენდაციო წერილი (პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის)
  6. სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ მოსაწვევი წერილი და ცნობა მომწვევი უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ- გვერდს: www.csc.edu.ge

საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2009 წლის 10 აპრილამდე.

საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო
ტელ: 8 32 43 88 79; მობ: 877 175 536;
ელ-ფოსტა:tamarmerabishvili@rambler.ru


  •  

    სიახლეებში დაბრუნება

  • ბანერები