გიორგი გოგუაძემ სტუ-ში “ქართული გეგმა” წარადგინა

13-02-2009
გიორგი გოგუაძემ სტუ-ში “ქართული გეგმა” წარადგინა 
 
13 თებერვალს სტუ-ს ჟანი კალანდაძის სახ. აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოგუაძის შეხვედრა სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ბატონმა გოგუაძემ დამსწრე საზოგადოებას “ქართული გეგმა” წარუდგინა და ასევე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
 
 
 
 
 
 
შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გია არაბიძემ და ექსპერტებმა ეკონომიკის დარგში. პროფ. ა. ფრანგიშვილის განცხადებით მსგავსი შეხვედრები მომავალში უფრო ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან იგი ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და სპეციალისტების აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას  ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები