რექტორის არჩევნები სტუ-ში

13-02-2009
რექტორის არჩევნები სტუ-ში
 
2009 წლის 14 თებერვალს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის (კოსტავას ქუჩა ¹77, სააკაძის მოედანი) გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. საარჩევნო კომისია მუშაობას დაიწყებს 9 საათზე. კენჭისყრა დაიწყება 11 საათზე.  
 
აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს იყრიან:
 
  1. პროფ. პაატა კერვალიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს საინჟინრო, ეკოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემიების, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 
  2. სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი; გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; საერთაშორისო საინჟინრო აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;  საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  ენერგეტიკის პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს წევრი; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი; აშშ-ს ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი; სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნანოტექნოლოგიების ქვეკომისიის თავჯდომარე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები