კონცერტი

22-12-2008
საახალწლო კონცერტები
საქართველოს ტექნიკურ უნივერესიტეტში 
 
23, 24 და 25 დეკემბერს 15 საათზე სტუ-ს სახალხო თეატრში სტუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საახაწლო ღონისძიებები გაიმართება. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ სტუ-ს სახალხო თვითმოქმედი კოლექტივები: თეატრ-სტუდია «მოდი ნახე», ვაჟთა სახალხო კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი «მერანი», მომღერლები ეთერ კაკულია და პაატა თედიაშვილი, ხალხურ საკრავთა ტრიო, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი, პროგრამას წაიყვანენ კიჭა (ლევან ლელაშვილი) და ყბაჩო (ირაკლი ფრანგიშვილი). 
25 დეკემბერს კონცერტის მსვლელობისას «ლიბო ჯგუფის» მიერ დაჯილდოვდებიან სტუ-ს არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტების საუკეთესო პედაგოგები, ამავე ფაკულტეტების ოთხ საუკეთესო სტუდენტს კი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები