კურსდამთავრებულები

20-12-2008
სტუ- კურსდამთავრებულის წარმატება
 
საქართველოს ისტორიაში პირველად "წლის ახალგაზრდა ევროპელი"-ს ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თამუნა კეკენაძე გახდა.
 
ნომინაცია "წლის ახალგაზრდა ევროპელი" 1997 წლიდან არსებობს. ყოველწლიურად ამ ნომინაციაში გამარჯვებულ ახალგაზრდებს გამოავლენს და
ევროპარლამენტსა და ევროკომისიასთან ერთად სპეციალური პრიზით აჯილდოებს გერმანული ფონდი "ჰაინც-შვარცკოფ-შტიფტუნგი" (www.heinzschwarzkopf-stiftung.de).
 
პრიზი გადაეცემა 18 დან 28 წლამდე ახალგაზრდებს ევროპასთან ინტეგრაციასა და ევროპული ღირებულებების გავრცელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
 
(თამუნა კეკენაძე წლების განმავლობაში ხელს უწყობს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოებას, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო განათლების ამაღლებას, ანხორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ და შემეცნებით საერთაშორისო პროექტებს, კონფერენციებს, სემინარებს, გაცვლით პროგრამებს. 2005 წელს ხელმძღვანელობდა ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას რომლის ფარგლებშიც მოზიდული თანხებით შესაძლებელი გახდა ქართველი ახალგაზრდის სასწავლებლად გერმანიაში გაგზავნა. თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან როგორებიცაა ევროკავშირი, ევრო საბჭო და ა.შ. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან, ასევე ევროპის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან. 2007-2008 წლებში თამუნა კეკენაძე არის ევროპაში ყველაზე დიდი ქოლგა ორგანიზაციის ევროპის ახალგაზრდული ფორუმის გამგეობის წევრი, სწარმოადგენს რა საქართველოსა და აღმოსაველეთ ევროპას. ეს ორგანიზაცია ასობით ევროპულ ორგანიზიასა და მილიონობით ახალგაზრდას აწევრიანებს..)
 
მსგავსი პრიზი გაიცემა დიდებისათვის, რომელიც წელს ეუთოს ხელმღვანელს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრე შტუბს გადაეცა.
 
9 დეკემბერს ქალაქ ბერლინში გაიმართა “წლის ახალგაზრდა ევროპელი”-ს ნომინაციაში გამარჯვებული თამუნა კეკენაძის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია, სადაც სპეციალურად პრიზიორისათვის მოწყობილი 200 კაციანი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
ნომინაციის არსებობის მანძილზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ჰანს პოტტერინგმა, პირველად მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამარჯვებული,  თამუნა კეკენაძეს, საშუალება ექნება^6 თვიანი სამუშაო პრაქტიკა გაიაროს ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტში.
 
თამუნა კეკენაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
 
სტუ_ კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური.
ტელ: 36 53 45
ელ:ფოსტა alumni@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები