მსვლელობა

10-12-2008
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ 
2008 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და წმ. Mმოწ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი გიორგი ყიფშიძის ორგანიზებით მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმ. სამების ტაძრისკენ ყოვლადწიდა ღვთისმშობლის ხატით, რომელსაც საჩუქრად გადავცემთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და მივულოცავთ აღსაყდრებიდან 31-ე წლის იუბილეს.
მსვლელობა დაიწყება სააკაძის მოედანზე 11 საათზე და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეებს გადაეცემათ ოჯახის დალოცვის ფურცლები, ხოლო სამების საკათედრო ტაძარში მათ პატრიარქი დალოცავს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები