ჟურნალი “ინტელექტუალი”

21-11-2008
მიმდინარეობს სამეცნიერო სტატიების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ‘‘ინტელექტუალის’’ VIII ნომერში გამოსაქვეყნებლად
 
მიმდინარეობს სამეცნიერო სტატიების მიღება (მეცნიერების ყველა დარგის მიმართულებით) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ''ინტელექტუალის'' VIII ნომერში გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალ ‘’ინტელექტუალს’’ მინიჭებული აქვს საერთაშორისო ინდექსი, სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი.
ჟურნალი „ინტელექტუალი” შეყვანილია საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში.
ჟურნალი „ინტელექტუალი” რეფერირებულია როგორც ქართულ (ტექინფორმი), ასევე რუსულ (ВИНИТИ) და საერთაშორისო ელექტრონულ რეფერატულ გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებში.
ჟურნალი ‘’ინტელექტუალი’’ შეყვანილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში, შესაბამისად ჟურნალ ‘’ინტელექტუალში’’ გამოქვეყნებული სტატია დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში/ სადისარტაციო ნაშრომის დაცვამდე ჩაითვლება დოქტორანტურის შესახებ დებულების 6.2.3. პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს არანაკლებ სამი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებას სტუ-ს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ გამოცემებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთახი N323.
ტელ.: 36-53-51 (ქალაქი), 68-20 (შიდა),  899-79-10-12  (მობილური)
http://www.inteleqtuali.ge/
giorgi_maduashvili@yahoo.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები