ნინა პოტაპოვას პერსონალური გამოფენა

06-06-2007

29-30 ივნისს სტუ გალერეა ”უნივერსში” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტის ნინა პოტაპოვას პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე გამოტანილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამშევრები. გამოფენა გაიხსნება 29 ივნისს 17.00 სთ-ზე. ნინა პოტაპოვას ნამუშევრები 3-18 აგვისტოს ქალაქ ბრემენში (გერმანია) ბერნაკის გამოფენაზე იქნება წარდგენილი.

მოკლე ინფორმაცია მხატვრის შესახებ:
ნინა პოტაპოვას პერსონალური გამოფენები გაიმართა 2004 წელს (გამოფენა ეძღვნებოდა ბავშვთა დაცვის დღეს) და 2006 წელს (გამოფენა სახელწოდებით ”გაზაფხული”). ნინა 2003 წლიდან დღემდე შემოქმედებითად მუშაობს ნ.გაბუნიას სახელოსნოში.

    


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები