აკადემიური საბჭოს განცხადება

10-11-2008
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 
 
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 
 
 
ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ.
 
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
 
კანდიდატურების რეგისტრაცია დაიწყება 2008 წლის 10 დეკემბერს 11 საათზე და დამთავრდება 2009 წლის 10 იანვარს 17 საათზე.
 
რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, კოსტავას ქუჩა N77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული,  ოთახი 313.
 
რექტორის არჩევნები ჩატარდება 2009 წლის 14 თებერვალს, 11 საათზე.
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა N77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზი.
 
რეგისტრაციაში გატარდება ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც არის ამ ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი.
 
რეგისტრაციაში გატარებისათვის კანდიდატს მოეთხოვება აგრეთვე პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი და სამოქმედო გეგმა.
 
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს ოქმი N43. 05. 11. 08.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები