სტიპენდიათა კონკურსი

30-10-2008
ჩეხეთის საელჩოს სტიპენდიათა კონკურსი 2009/2010 წწ
 
 
ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს სახელმწიფო სტიპენდიების კონკურსს 2009/2010 სასწავლო წლისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად.
საბაკალავრო პროგრამაში სწავლა მიმდინარეობს ჩეხურ ენაზე (სპეციალობები: ეკონომიკა, სამშენებლო, ტექნიკა). შერჩეული კანდიდატები ვალდებულნი არიან გაიარონ ჩეხური ენის მოსამზადებელი კურსები ერთი წლის განმავლობაში.
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში (სპეციალობები: ეკონომიკა, სამშენებლო, ტექნიკა) სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე.
სტუ-ს მიერ შერჩეული კანდიდატები (სტუ-ს ქვოტა-2 კანდიდატი) ტესტირებას ინგლისურ ენაზე ჩეხეთის საელჩოში გაივლიან.
 
აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე, ჩეხეთის საელჩოს მიერ გამომგზავნილი შევსებული ანკეტები და შემდეგი აუცილებელი დოკუმენტაცია:  
  1. ერთი ფოტოსურათი (3X4) და შევსებული აპლიკაციის ფორმა;  
  2. ჩეხეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტში სწავლების მიზნის აღწერა;
  3. CV (სადაც მითითებულია –უმაღლესი განათლება, დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლების მისამართები, სამუშაო გამოცდილება (თანამდებობა, ორგანიზაციის დასახელება, მისამართი,) და ინფორმაცია საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში).
 
განაცხადის წარდგენის დედლაინი: 2008 წლის 10 დეკემბერი
 
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ შესაბამის სპეციალობათა ფაკულტეტების დეკანატებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები