განცხადება

24-09-2008
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის (კერძოდ, ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის) იწყებს პრაქტიკული სამართლის კლინიკური პროგრამის განხორციელებას. პროგრამა გათვალისწინებული იქნება როგორც იურიდიული სწავლების შემადგენელი კომპონენტი და მისი გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ 10 კრედიტს.
 
პრაქტიკული სამართლის პროგრამა გულისხმობს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტების მიერ თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; კონფლიქტების მოგვარება.
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმები, რომელთა  მოპოვებაც შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამდივნოში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (http://www.gtu.edu.ge/),  და მიიტანონ პრაქტიკული სამართლის კლინიკაში (მე-6 კორპუსი, ოთახი ¹921). განაცხადები მიიღება ¿10 ოქტომბრის ჩათვლით. კლინიკაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება ჩატარდება 14 ოქტომბერს.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართ პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორს გვანცა დავითაშვილს; ტელ: 899 234 432
 ელ-ფოსტაnuki92@yahoo.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები