აღდგენითი სამუშაოები

23-07-2008

ეკლესიების აღდგენითი სამუშაოები”-2008 წელი

სტუ- სტუდენტური კავშირი 18 წელია აქტიურად მონაწილეობს ეკლესია-მონასტრების სარესტავრაციოაღდგენით, სამშენებლო სამუშაოებში.. ამავდროულად, სასულიერო პირებთან ყოველდღიური ურთიერთობებით სტუდენტები კიდევ უფრო მეტს სწავლობდნენ ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ.

ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და სტუ- სტუდენტური კავშირისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუ- სტუდენტები 20 ივლისს სამების საკათედრო ტაძრიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნეკრესის, მანგლისის, დმანისის, წალკის, ვარძიის, აბასთუმნის, ცაგერის და დარიალის მიმართულებით გაემგზავრნენ.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე 100 სტუდენტი 10 რაზმად დაიყო და ისინი 10 დღის განმავლობაში ეპარქიების ხელმძღვანელებისა და სხვა სასულიერო პირთა მითითებით შეასრულებენ შესაბამის სამუშაოებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები