კლუბის “იურისტთა ალიანსის”

03-07-2008
ფილმის ჩვენება და დებატები სტუ-ში
 
სტუ-ს სტუდენტური კლუბის “იურისტთა ალიანსის” ორგანიზებით, ადმინისტრაციისა და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, სტუ-ს VI კორპუსში გაიმართა ნ. მიხალკოვის ფილმის “12”-ის ჩვენება. ფილმის შინაარსის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა დებატები თემაზე “ნაფიცი მსაჯულები”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით და დახმარება აღუთქვეს შემდგომ მუშაობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები