საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა

04-05-2007

4 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივმა აკადემიამ ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურების პერსპექტივების შესახებ სიმპოზიუმი ჩაატარა. მოხსენებებით წარდგნენ სტუ-ს რექტორი, პროფესორი არჩილ მოწონელიძე; სტუ-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლალი ღოღელიანი; სტუ-სთან არსებული საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის პრეზიდენტი გიორგი მადუაშვილი და სხვები.

სიმპოზიუმზე წაიკითხეს მოხსენებები მეცნიერების როლის შესახებ ქართული უმაღლესი სასწავლებლების განვითრებაში; თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებაში; ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ლალი ღოღელიანი შეეხო ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებისა და მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს; ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ილაპარაკა სტუ-ს ხელმძრვანელობის მიზნებსა და ამოცანებზე ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები