მინი-ფეხბურთი

18-06-2008

ჟანი კალანდაძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში სტუ-ში

2008 წლის 3-11 ივნისს, სტუ- სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კავშირის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად გაიმართა ჟანი კალანდაძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში. სტუ- სტუდენტურმა თვითმმართველობამ და სტუდენტურმა კავშირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს ამ ახალ ტრადიციას - ტურნირი ტრადიციული იქნება და ყოველწლიურად ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა და სხვადასხვა ფაკულტეტის ლექტორებმა, ასევე სტუ- ადმინისტრაციამ. ფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ..-ის და სამშენებლოს გუნდები წარდგნენ. ძირითადი დრო 4:4 დასრულდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა - 4:2 სამშენებლოს სასარგებლოდ.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა . კალანდაძის სახელობის გარდამავალი თასი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები