კლუბი “ტაძარი”

18-06-2008

სტუ- სტუდენტები ეროვნული მემკვიდრეობის დასაცავად

 სტუ-ში არსებულმა კლუბმატაძარიდა მისმა ხელმძღვანელმა ლაშა ფარულავამ 12 ივნისს მანავის მიმართულებით გააგზავნა სტუდენტთა რაზმი (სტუ- ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები).

სტუდენტები მანავში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან. ისინი შეასრულებენ არქეოლოგიურ სამუშაოებს, დაასუფთავებენ ციხის მიმდებარე ტერიტორიას და გაეცნობიან ამ ძეგლების ისტორიულ მნიშვნელობებს.

– “კლუბიტაძარიკიდევ გეგმავს მრავალ ასეთ ღონისძიებას, მომავალში ჩვენ ვაპირებთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების გამგზავრებას ხერთვისის, პეტრას ციხის, ყაზბეგის და ბებრის ციხის მიმართულებით” – აღნიშნა კლუბტაძარისხელმძღვანელმა . ფარულავამ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები