გერმანელები სტუ-ში

30-05-2008

გერმანელები სტუ-ში

26-28 მაისს ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ იენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ჰერბერტ ვიტე და ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი კლაუს აუგსბურგი.

გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ- რექტორი, პროფესორი არჩილ მოწონელიძე; რექტორის მოადგილე, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, პროფესორები დავით თავხელიძე, ოთარ ხომერიკი და გელა კაჭუხაშვილი. აგრეთვე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე ხომერიკი.

არჩილ მოწონელიძის განცხადებით, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის კონტაქტების დამყარებას და შემდგომში ამ კონტაქტების განვითარებას.

როგორც გერმანელმა სტუმრებმა აღნიშნეს, ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთობებით. «იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე მოვილაპარაკებთ სამეცნიერო თემებზე და სხვა ტექნიკურ საკითხებზე. გვსურს, მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლა» - განაცხადა პროფესორმა აუგსბურგმა.

პროფესო ვიტეს თქმით, მისი უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე მიმართულების მოსინჯვას. მისი აზრით, ეს მიმართულებები პირველ ეტაპზე იქნება მანქანათმშენებლობა და ელექტროტექნიკა. «მთავარია, მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს» - აღნიშნა პროფესორმა ვიტემ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები