პრეზენტაცია

16-05-2008
სტუ- სტუდენტური კლუბის ''იურისტთა ალიანსის'' პრეზენტაცია
  
სტუდენტური კლუბი:  ''იურისტთა ალიანსი''
2008 წლის 7 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში შედგა სტუდენტური კლუბის: “იურისტთა ალიანსის” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სტუ პროფესორ-მასწავლებლები, სახალხო დამცველის აპარატიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სტუ ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, ქეთევან ჯინჭარაძემ,სახალხო დამცველის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გიგა გიორგაძემ და სხვებმა..
ალიანსის დამფუძნებლებმა გიორგი მთიულიშვილმა და გვანცა დავითაშვილმა მოწვეულ სტუმრებს და სტუდენტებს გააცნეს ალიანის სამოქმედო გეგმა, მიზნები და ამოცანები.
გამოითქვა მრავალი წინადადება და დაისახა სამომავლო გეგმები, რომლებსაც ალიანსი ეტაპობრივად განახორციელებს მისი წევრების უშუალო მონაწილეობით.
 
გიორგი მთიულიშვილი, 15 მაისი, 2008  წელი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები