საქართველოსა და პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის შეხვედრა

18-05-2007

18 მაისს საქართველოსა და პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის საქმიანი შეხვედრა შედგა.

უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტების ინიციატივით უნივერსიტეტებს შორის გამოიკვეთა სამომავლო ინტეგრაციისა და ურთიერთობის გეგმები. აღნიშნული ფაკულტეტები უკვე რამოდენიმე წელიწადია, რაც თანამშრომლობენ. ამ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სტუ-ს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი მილოშ პავლიკი და ფაკულტეტის წარმომადგენლობა ეწვივნენ.

18-დან 25 მაისამდე გალერეა “უნივერსში” ჩეხი არქიტექტორების იან ბოჩანის, პეტერ ნოვაკისა და ოლეგ ჰამანის ნამუშევართა გამოფენა გაიმართება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები