გამოყოფილი სტიპენდიები

14-05-2008
2008/2009 სასწავლო წლისათვის იტალიის მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების შესახებ
 
2008/2009 სასწავლო წლისათვის იტალიის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყო ყოველთვიოურად 619,75 ევროს ოდენობის 78 სტიპენდია. ეს ინიციატივა დაეხმარება ქართველ სტუდენტებს გაიარონ სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის კურსი იტალიის სასწავლო ან სამეცნიერო უწყებებში და მიზნად ისახავს საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობის ხელშეწყობას, იტალიური ენის, კულტურის და მეცნიერების გავრცელებას და საქართველოს ეკონომიკის და ტექნოლოგიების პრომოციას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
იტალიისა და საქართველოს შორის ხელმოწერილი კულტურული თანამშრომლობის პროტოკოლის თანახმად, სტიპენდია გაიცემა სწავლის ან კვლევის კურსის გასავლელად იტალიის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ სასწავლო უწყებებში, როგორებიცაა:
  • უნივერსიტეტები, საუნივერსიტეტო კოლეჯები, პოლიტექნიკური ინსტიტუტები;
  • მუსიკალური და სამხატვრო უმაღლესი სასწავლებლები;
  • სამხატვრო-სარესტავრაციო ინსტიტუტები;
  • კინემატოგრაფიის ეროვნული სკოლა;
  • საუნივერსიტეტო კოლეჯები, საუნივერსიტეტო ან პოსტსაუნივერსიტეტო კურსებთან დაკავშირებული ლაბორატორიები, კვლევის ცენტრები, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები (ამ შემთხვევაში სტიპენდიის მფლობელის საუნივერსიტეტო ან პოსტსაუნივერსიტეტო კურსზე ჩარიცხვა სავალდებულოა):
  • სხვადასხვა ხანგრძლივობის იტალიური ენის კურსები:
  • ცალკეულის საუნივერსიტეტო კურსები, რომელთა დასრულების შემდეგ სტიპენდიის მფლობელმა უმდა ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა;
  • სადიპლომო კურსები;
  • სამხატვრო თუ მუსიკალური ხელოვნების უმაღლესი კურსები (აკადემიები, კონსერვატორიები, ISIA და სხვა.) სამხატვრო-სარესტავრაციო და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისთვის კანდიდატს ესაჭიროება საშუალო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • იტალიური ენის და კულტურის კურსები უცხოელი პედაგოგებისათვის; იტალიურის ენისა და კულტურის კურსები განკუთვნილი იტალიური ენის პედაგოგებისთვის და უნივერსიტეტების იტალიური ენის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (I და II კურსელების გარდა). სტიპენდიის მფლობელს იტალიური ენისა და კულტურის კურსის გავლა შეუძლია პერუჯას, სიენას, Roma 3-სა და სხვა უნივერსიტეტებში, რომლებიც გასცემენ იტალიურის, როგორც უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • პოსტსაუნივერსიტეტო კურსები: დახელოვნების კურსები I და II საფეხურის მასტერის დიპლომას მისაღებად. (ამ სახის კურსებზე ჩარიცხვის გადასახადი მაღალია, კურსის ხანგრძლივობა – არაუმცირეს ერთი წლისა)., ასევე დოქტურანტურის და სპეციალიზაციის კურსები სამედიცინო დისციპლინების გარდა;
  • სამეცნიერო კვლევა ნებისმიერ დისციპლინაში მოითხოვს სავალდებულო ჩარიცხვას და დასწრებას საუნივერსიტეტო ან პოსტსაუნივერსიტეტო კურსზე. სავალდებულოა, ასევე, მასპინძელი სასწავლო ან აკადემიური უწყების ან დოცენტის თანხმობის წერილი, კვლევის თემის, მიმდინარეობის და ხანგრძლივობის მითითებით. კურსის დასრულების შემდეგ სტიპენდიის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მათზე, ვინც გაივლის კურსს კვლევის ეროვნულ ცენტრში (CNR), უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებსა და ანალოგიური დონის კვლევით უწყებებში.
სტიპენდია გაიცემა მხოლოდ 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 სექტემბრის პერიოდისთვის. დოქტორანტურის და მასტერის კურსებისთვის პერიოდი იზრდება 2010 წლის 31 მარტის ჩათვლით. გაიცემა 3, 6, 9 ან 12 თვიანი სტიპენდიები. განსხვავებული ვადის მქონე განაცხადი არ მიიღება. იტალიური ენის და კულტურის მოკლევადიან კურსებზე გამონაკლისის სახიტ გაიცემა მხოლოდ 1, 2 და 3 თვიანი სტიპენდია.
  
კონკურსის მონაწილის სავალდებულო რეკვიზიტები;
  • იტალიური ენის ცოდნა: იტალიური ენის სათანადო სავალდებულო ცოდნა უნდა დადსატურდეს შესაბამისი სერტიფიკატით და შემოწმდეს გასაუბრებისას;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: კანდიდატი უნდა ფლობდეს არჩეული იტალიური სასწავლო უწყების მოთხოვნის შესაბამის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. განათლების დამადასტურებელ ყველა საბუთს უნდა ახლდეს ოფიციალური მთარგმნელის მიერ Aშესრულებული თარგმანი იტალიურ ენაზე, ასევე, იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო განყოფილების მიერ გაცემული «Dichiarazione di valore in Loco" 
  • ასაკობრივი ზღვარი: კონკურსში მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს; ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იტალიური ენის პედაგოგებზე, რომლებიც ამჟამადაც ეწევიან პედაგოგიურ საქამიანობას.
გაცნობებთ, რომ სტიპენდია გაიცემა სამ თვეში ერთხელ. იტალიური ენის და კულტურის ერთი ან ორთვიანი სტიპენდიის მფლობელთათვის ანგარიშსწორება მოხდება კურსის მიმდინარეობის განმავლობაში. სტიპენდიის გაცემა ხორციელდება სტიპენდიის მფლობელის მიერ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი სამთვიანი პერიოდისთვის სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. სამინისტროსვე უნდა გაეგზავნოს ჩარიცხვი დამადასტურებელი განახლებული დოკუმენტი სწავლის ყოველი მომდევნო სამთვიანი პერიოდისთვის. სადოქტორო და თავისუფალი კვლევის, ასევე სადიპლომო კურსებისთვის, რომლებიც ითხოვენ სავალდებულო დასწრებას. სტიპენდიის მფლობელმა უნდა გაუგზავნოს საგარეო საქმეთა სამინიტროს დასწრების დამადასურებელი დოკუმენტი ყოველი მომდევნო სამთვიანი პერიოდისთვის. სტიპენდიის გაიცემა Banca d' Italia-ს სახაზინო რაიონულ ფილიალებში.
 
პირველი სტიპენდია გაიცემა  პირველი სამთვიანი პერიოდის მეორე თვის განმავლობაში (დაახლოებით თვენახევრის შემდეგ), ამიტომ სასურველია სტიპენდიის მფლობელს გააჩნდეს საკუთარი ფინანსური რესურსი.
 
კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
  • იტალიურ ენაზე სათანადოდ შევსებული ანკეტა (თან ერთვის წინამდებარე შეტყობინებას). იტალიის სასწავლო უწყების სახელწოდების, სწავლის დაწყების თარიღის, სტიპენდიის ტიპის (პირველადი ან განახლებული), კანდიდატის მიერ მოთხოვნილი კურსის ხანგრძლივობის (თვეების რაოდენობა) და სასწავლო დისციპლინის მითითებით;
  • ქართული სასწავლო ან აკადემიური უწყების მიერ კანდიდატისთვის გაცემული წარდგინების ორი ან მეტი წერილი;
  • იტალიურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და Dichiarazione di valore in  Loco;
  • პასპორტის ასლი;
 
კანდიდატმა საბუთები უნდა წარადგინოს საელჩოში ყოველდღე 10 სთ-დან 13.00 სთ-მდე, (მისამართზე: თბილისი, ჩიტაძის 3ა) არაუგვიaნეს 2008 წლის 5 ივნისის 13 საათისა. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე შედგება მონაწილეების შერჩევა და კანდიდატების გასაუბრებისთვიs მოწვევა.
 
განცხადის საელჩოში წარდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 5 ივნისის 13,00 სთ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები