საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია “სამართლის აქტუალური პრობლემები” გაიმართება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია “სამართლის აქტუალური პრობლემები” გაიმართება

06-11-2019

2020 წლის 24-25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  (საქართველო. თბილისი. კოსტავას ქ.77) გაიმართება სამართლის V საერთაშორისო კონფერენცია - სამართლის აქტუალური პრობლემები”. 

კონფერენციის თემა: “სამართლის აქტუალური საკითხები”.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება ორ სექციად:

  1. სამოქალაქო (კერძო) სამართლის მიმართულება;
  2. სისხლის და საჯარო სამართლის მიმართულება.

კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:

  • მოხსენებით გამოსვლა;
  • დაუსწრებელი მონაწილეობა.

კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.

     მოხსენების რეგლამენტი – 30 წუთამდე.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 13 იანვრამდე, განცხადებები და თეზისები გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: nana.nioradze@gtu.ge

მოთხოვნა:

მოხსენებების თეზისები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არაუგვიანეს 2020 წლის 13 იანვრისა.

თეზისების მოცულობა – არაუმეტეს 500 სიტყვა.

შიფრი (ფონტი)— Times New Roman, 12 pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის),  Sylfaen 12 pt (ქართული ენისთვის).

მინდორი (Margins) — ზედა -  2 სმ,  ქვედა - 2,5 სმ, მარცხნივ -  3 სმ, მარჯვნივ -  2 სმ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს (ხელმძღვანელის რეცენზია), მაგისტრებს (ხელმძღვანელის რეცენზია), პრაქტიკოს სპეციალისტებს.

 

სიახლეებში დაბრუნება