ფოტოკონკურსი თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“

ფოტოკონკურსი თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“

04-11-2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“.

ძირითადი მოთხოვნა:   საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრებას, ყოველდღიურობასა და ტრადიციებს.

  • ნამუშევრის საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს.
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკონკურსო ფოტო შესაძლოა გადაღებული იყოს როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილური ტელეფონით. მიიღება შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები. იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 


  • აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  ფოტოს მინიმალური რეზოლუცია უნდა იყოს 1920X1080;
  • ფოტოები მიიღება JPEG ან PNG ფორმატში;

კონკურსის  წესების თანახმად, თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს წარმოდგენა შეუძლია. საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება პირველ ნოემბერს და 13 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge. გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება. აგრეთვე, სავალდებულოა ფოტოს ავტორის სახელისა და გვარის და საკონტაქტო ნომრის მითითება.

 სპეციალურად შერჩეული ჟიური  გამოავლენს 13 გამარჯვებულ ფოტოს, რომელთაც სიმბოლური პრიზები 22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გადაეცემათ. ამავე მიღებაზე გამოიფინება ცამეტივე გამარჯვებულის ნამუშევარი. აღნიშნული ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2020 წლის სამაგიდო კალენდრები.

კონკურსის მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

 

სიახლეებში დაბრუნება