„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019“ დასრულდა

„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019“ დასრულდა

01-11-2019

„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019“ დასრულდა "აზოტის შოუ", "გიგანტური ქაფი", "ფეირვერკი წყლის ქვეშ"..." - ამ და სხვა სანახაობით წარსდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ზუგდიდში, რუხის ციხის ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე. 

„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019“ დასრულდა ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა და რუხის ციხის ტერიტორიაზე დასრულდა.

ფესტივალში, სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ამავე ღონისძიებაში სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ .

„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019“ დასრულდა ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც  სკოლის მოსწავლეებში, ასევე სხვადასახვა ასაკის დამთვალიერებელში.  

"ფესტივალზე ვუჩვენეთ ქიმიური ექსპერიმენტები, რომელიც ლამაზი ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა და სპეცეფექტების დროს გამოიყენება. რამდენიმე   ექსპერიმენტი, ერთდროულად, ვიზიტორებისა და პროფესიონალი ქიმიკოსების მონაწილეობით ჩატარდა. დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებულად სახალისო აღმოჩნდა ისეთი სანახაობები, როგორიცაა "აზოტის შოუ", სხვადასხვა სახის "ფარაონის გველი", "გიგანტური ქაფი", "ჯინი ბოთლში", "ნიტროცელულოზა", "ფეიერვერკი წყლის ქვეშ", "ცეცხლი ასანთის გარეშე". მინდა აღვნიშნო, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბლაგვი დანით მიყენებული ჭრილობის დამუშავებამ, რომელსაც  თან ვიზუალური ეფექტიც ახლდა. გარდა ამისა, იყო ისეთი ექსპერიმენტები, რომელთა ჩატარებასაც  ვიზიტორები განმეორებით ითხოვდნენ", - აცხადებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირმა ლაგვილავა.

„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი - 2019“ დასრულდა მისივე თქმით, რუხის ციხესთან გამართულ ღონისძიებაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ და სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ. 

"ეს ყველაფერი სახალისო და ემოციური იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე ღონისძიებაზე მყოფი დამთვალიერებლისთვისაც", -  შთაბეჭდილებებს იხსენებს ირმა ლაგვილავა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები  საქართველოს სხვდასხვა რეგიონებსაც ეწვივნენ. ისინი იმყოფებოდნენ კახეთში,  იმერეთში, აჭარაში, სადაც ფუნდამენტური მეცნიერება - ქიმია, დამთვალიერებელს სახალისო ცდებითა და ექსპერიმენტებით წარუდგინეს.

ცნობისათვის, ღონისძიება "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“  საქართველოს სხვდასხვა რეგიონში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.


 

სიახლეებში დაბრუნება