საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

31-03-2014

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

“კავკასიის თავისებურებები და მომავლის პერიპეტიები“

27 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცა “კავკასიის ახალგაზრდული გაერთიანების“ ხელმძღვანელობით. კონფერენციის თემა იყო “კავკასიის თავისებურებები და მომავლის პერიპეტიები“. 

კონფერენცია მიზანდ ისახავდა ახალი თაობის ჩართვას რეგიონის ისტორიული პოლიტიკური და კულტურული თავისებურებების პროცესში, სტუდენტების ცოდნის გაღმავებას კავკასიის საკითხებთან მიმართებით, მათ დაახლოებასა და ინტეგრაციას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და ეროვნების წარმომადგენლები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები