სტუ-ში ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

სტუ-ში ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

30-10-2019


სტუ-ში ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო გაიმართასაქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ღვაწლმოსილი პროფესორის, 1970-1980 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანის, ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის დამფუძნებლის, ქალბატონ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა.

„მაქვს პატივი მივესალმო ქალბატონ დოდოს და ვუთხრა - ძალიან მიყვარხართ ქალბატონო დოდო. ჩვენ, „გეპეელები“ ვსაუბრობთ ახალგაზრდებთან და ვუყვებით რა არის ტრადიცია, დღეს სწორედ ერთ-ერთ ტრადიციას ვხვდებით. ქალბატონი დოდო არ არის გუშინდელი დღე, ეს არის ხვალინდელი დღე. მთავარია, რომ ის იმ სიმდიდრის და ბედნიერების მატარებელია რასაც  წარსული ჰქვია. დღეს აქ შერწყმულია ყველაფერი, ქალბატონი დოდო  არის ადამიანი, რომელიც იყო დეკანი, არის საპატიო პროფესორი, რომელიც ჩვენი ცნობილი ჯაზბენდის ხელმძღვანელიც კი,  იყო და ამავე დროს იყო ძალიან წარმატებული მეცნიერი. პროფესორმა მამუკა მაცაბერიძემ მითხრა, ქალბატონი დოდო ჩემი დეკანი იყო და ძალიან კარგად მახსოვს, ყველას გვიცნობდა სახეზე და ყველას სათითაოდ დაგვდევდა. დილაუთენია დაადგებოდა ახალგაზრდებს საერთო საცხოვრებელში  - რიდი, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ სტუდენტებს დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ქალბატონო დოდო, სანამ ხართ თქვენ, მანამდე ჩვენ ვართ ბავშვები, ძალიან მინდა დიდხანს ვიყო ბავშვი, ამიტომ ძალიან დიდხანს უნდა იყოს ჩვენს გვერდით, იყოთ ჩვენი მასწავლებელი. თქვენ დიდი მისია გაკისრიათ, თქვენ ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ დღეს“ - აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.

ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ამ ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზიბროლა კუციავამ საზოგადოებას წიგნი „ქალთა ასოციაციის სადაგი დღეები“გააცნო. მან ქალბატონი დოდოს საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრა. 2019 წ. საქართველოს ქალთა ასოციაციას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი,  პირველი საპატიო ორდენი გადაეცა ქალბატონ ელმირა ჩხიკვაძეს.

 

იუბილარს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, თსუ-ს არაორგანულ ნივთიერებათა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პრფესორმა თინათინ ჭიჭინაძემ, „სოკარ-ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ, ქ-ნი დოდოს ყოფილმა სტუდენტმა, კოლეგებმა, ყოფილმა ასპირანტებმა და სტუდენტებმა.

„პატივად მიმაჩნია ჩემი მოკრძელებული შრომის დაფასება, უღრმესი მადლობა ჩვენი სახელოვანი უნივერსიტეტის რექტორატს და პირადად რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგისვილს. ის ხომ უდიდესი მეცნიერის ივერი ფრანგისვილის შვილია და მისი შრომის გამგრძობი. მადლობა ყველას ვინც ეს საღამო მოაწყო, ვინც ესოდენ თბილი სიტყვებით“ - აღნიშნა პროფესორმა დოდო ჩხიკვაძემ.

ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სტუ-ს ქალთა ასოციაციის 45 წლისთავი, სწორედ მისი დამაარსებლისა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, დოდო ჩხიკვაძის საიუბილეო თარიღს დაემთხვა.

 

სიახლეებში დაბრუნება