სტუ-ს ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სტუ-ს ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

28-10-2019

28 ოქტომბერს,   ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მყოფი ყაზახეთის ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაცია   ესტუმრა. 

ვიზიტი მიზნად ისახავს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნაზარბაევის უნივერსიტეტს  შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ ნაზარბაევის უნივერსიტეტი ამზადებს ახალ ლიდერებს ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებების, რობოტექნიკის, მედიცინის, განათლების, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის სფეროებში, ისევე როგორც სხვა სპეციალობებში.

ცნობისათვის, ნაზარბაევის უნივერსიტეტი დაარსდა 2010 წელს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურ-სულთან ნაზარბაევის ინიციატივით. უნივერსიტეტს აქვს მიზანი, გახდეს მსოფლიო დონის კვლევითი უნივერსიტეტი.  უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. 

ყაზახეთის ნაზარბაევის უნივერსიტეტი ტექნიკურ უნივერსიტეტში შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:  

  1. რებეკა კარტერი - სტუდენტთა რეგისტრაციისა და აკადემიური მოსწრების განყოფილების გენრალური დირექტორი.
  2. სანია გაბასოვა - მიმღები დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი
  3. გევინ სლეიდი - მეცნიერებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის ასოცირებული პროფესორი.
  4. ომერ ბარისი - საზოგადოებრივი პოლიტიკის უმაღლესი სკოლის ასისტენტ პროფესორი.

ნაზარბაევის უნივერსიტეტის  სტუდენტების რაოდენობა 5,000-ს აღემატება, მათ შორისაა 50 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსოფლიოს 23 ქვეყნიდან.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 75 % უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ.

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - ‘ელბასი-’ს (ერის ლიდერი) დავალების შესასრულებლად, რომელიც გულისხმობს 2025 წლამდე სტუდენტთა რაოდენობის 8,000-მდე გაზრდას, რომელთა 10%-ს უცხოელი სტუდენტები უნდა წარმოადგენდნენ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შეადგინა პრიორიტეტული ქვეყნების სია, რომელთა შორისაცაა საქართველო.

 

სიახლეებში დაბრუნება