უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები

24-03-2014
უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები ბაკალავრებისა და დოქტორანტებისათვის
 
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნგრეთის მხარე შესთავაზებს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად, შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სრული  საბაკალავრო პროგრამებისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. უნგრეთის მხარე ასევე  შესთავაზებს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის  ინგლისურ ენაზე ნებისმიერ  სფეროში.
 
საბაკალავრო საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება უნგრულ ენაზე. უნგრული ენის კურსებს სტუდენტები გაივლიან პირველი სასწავლო წლის მანძილზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ  ჩამოთვლილთაგან სასურველ პროგრამაში და ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ქონა.
 
დოქტორანტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე. მათ მოეთხოვებათ საკუთარი სადოქტორო პროექტის წარმოდგენა და საერთაშორისო სერთიფიკატი ინგლისურ ენაში (TOEFL ან IELTS).
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 აპრილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები