ესტონეთის ელჩი სტუ-ში

21-03-2014

ესტონეთის ელჩი სტუ-ში

21 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პრიიტ ტურკი ეწვია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ელჩმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესტონეთის ეკონომიკისა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებიც გააცნო და ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის, პროდუქციის ექსპორტის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის სფეროებში კონკრეტული გამოცდილების გაზიარების შესახებ. სტუდენტების შეკითხვები, ძირითადად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შეეხებოდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ესტონეთის ელჩს სტუ-ის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ესტონეთის ელჩი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტონელი მეცნიერის, ნაციონალური ეკონომიკის პროფესორის, მატი რაუდიარუს მოწვევით ესტუმრა, რომელიც სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმყოფება. ღონისძიების ორგანიზატორი კი სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის” მთავარი რედაქტორი ალექსანდრე სიჭინავა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები