2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

23-10-2019 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი უკვე ცნობილია.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. 

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა;
  • მათემატიკა/ისტორია.
მესამე გამოცდა დამოკიდებულია საბაკალავრო პროგრამების სპეციფიკაზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი - მათემატიკა ან ისტორია.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

გთავაზობთ იმ დამატებითი საგნების პირველად ჩამონათვალს, რომლებიც  უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. 

საბაკალავრო პროგრამები

ქართულ ენაში მომზადების პროგრამები


ბრძანება N 178/ნ

 

სიახლეებში დაბრუნება