ბუქარესტში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება

ბუქარესტში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება

17-10-2019
2019 წლის 11 დეკემბერს,   რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში, რუმინული აკადემიის სახლში საერთაშორისო სიმპოზიუმი   „სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და საერთო პოლიტიკის პერსპექტივა" გაიმართება.

საერთაშორისო სიმპოზიუმს რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის და სოფლის განვითარების კვლევის ინსტიტუტთან (ბუქარესტი), სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ინსტიტუტთან (ბელგრადი, სერბეთი) და ეკონომიკური კვლევის ეროვნული ინსტიტუტთან (მოლდოვა) ერთად ატარებს.

სამეცნიერო ღონისძიების მიზანია აგროსასურსათო ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სფეროების მკვლევრების, მეცნიერების, ექსპერტების გაერთიანება მდგრადი განვითარების მოთხოვნებთან დაკავშირებული თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხების განსახილველად.

მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ  სიმპოზიუმზე წარადგინონ  ბოლოდროინდელი საკუთარი კვლევითი საქმიანობის შედეგები.

ღონისძიება, ასევე,  საშუალებას იძლევა მონაწილეებმა ახალი პარტნიორები შეიძინონ და  სამეცნიერო კვლევებში თანამშრომლობის ახალი  სფეროები გამოკვეთონ.   სიმპოზიუმის ფარგლებში  დაგეგმილია  ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების სექციების მუშაობა. 

აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმში მონაწილეობა უფასოა. აბსტრაქტების გაგზავნის ბოლო ვადა 2019 წლის 8 ნოემბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:  sympoiea@gmail.com

საერთაშორისო სიმპოზიუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

სიახლეებში დაბრუნება