მემორანდუმი

18-03-2014
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია სილქნეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
 
18 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია სილქნეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად სტუ-ს სტუდენტები პროფესიული სტაჟირების პროცესს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან. სტუ-სა და “სილქნეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა სილქნეტთან ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.
კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს არჩეული სპეციალობის მიხედვით გადაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების  შესაძენად სათანადო პირობებს შეუქმნის. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილება  „უნივერსიტეტის“ სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ სილქნეტი მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით 500 ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება. მას გააჩნია ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში და სხვადასხვა ტექნოლოგიით დანერგილი აქვს სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო სერვისები და მობილური კავშირი.
სტუ-სა და “სილქნეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები