სტუ-ში DUNE კოლაბორაციის ხელმძღვანელების ვიზიტი დასრულდა

სტუ-ში DUNE კოლაბორაციის ხელმძღვანელების ვიზიტი დასრულდა

11-10-2019


სტუ-ში DUNE კოლაბორაციის ხელმძღვანელების ვიზიტი დასრულდა29 სექტემბერ - 3 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სამუშაო ვიზიტით ფერმილაბის დელეგაციის და კოლაბორაცია DUNE ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

დელეგაციის წევრები იყვნენ:  პროფესორი სტეფან სოლდნერ-რემბოლდ, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ ბლაჩერი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის  და DUNE კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე,  კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ვილსონი.

აღნიშნულ ვიზიტს საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ 2019 წლის,  მაისში საერთაშორისო კოლაბორაციის  DUNE (ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტი,  Fermilab, USA)  სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა   კოლაბორაციის წევრი.

DUNE  საერთაშორისო კოლაბორაციაა, რომელშიც  გაერთიანებულია  31 ქვეყნის 180 ინსტიტუტი  და 1000-ზე მეტი კოლაბორატორი.

ვიზიტს ფარგლებში  შეხვედრები გაიმართა  ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან არჩილ ფრანგიშვილთან, სამეცნიერო პერსონალთან და DUNE ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფთან.

რექტორთან შეხვედრაზე მხარეებმა  ურთიერთდაინტერესების და მომავალში  მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის მნიშვნელობას DUNE კოლაბორაციისთვის და  სრული მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.  

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა სემინარები ჩაატარეს,  როგორც DUNE ექსპერიმენტზე, ასევე ფერმილაბის მთელი ნეიტრინოების პროგრამაზე.

შეხვედრაზე რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის მიმდინარე აქტივობები და მომავლის გეგმები დეტალურად გაააცნო.  განსაკუთრებით, ხაზგასმით აღინიშნა უნივერსიტეტის მიერ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა ცერნთან.

რექტორმა ცალსახად აღნიშნა უნივერსიტეტის მიერ DUNE ექსპერიმენტში მონაწილე ქართული ჯგუფის მხარდაჭერა.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის დიდ გამოცდილებას საერთაშორისო კოლაბორაციებში.

იმედი გამოთქვეს, რომ ეს გამოცდილება  წარმატებით იქნება გამოყენებული  DUNE ექსპერიმენტში.  

შეხვედრებზე უახლოესი მომავლის გეგმები დეტალურად  განიხილეს. ასევე განიხილეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფერმილაბს შორის  ხელშეკრულების გაფორმება.

 

სიახლეებში დაბრუნება