14-03-2014
კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის
უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ საქართველოს უნივერსიტეტებთან, რაც უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი კავშირების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლასა და ერთობლივი კვლევების ხელშეწყობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტში ამჟამად 6 ფაკულტეტი ფუნქციონირებს:
· ჰუმანიტარული;
· საბუნებისმეტყველო;
· საინჟინრო;
· კომერციული;
· ჯანდაცვა;
· იურიდიული.
უნივერსიტეტში სწავლების გადასახადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის:
· ბაკალავრიატი - 70 000 სამხრეთაფრიკული რანდი
· მაგისტრატურა - (სწავლა და დისერტაცია) - 45 000 სამხრეთაფრიკული რანდი
· მაგისტრატურა - (დისერტაცია) – 3 275 სამხრეთაფრიკული რანდი
· PhD სრული კურსი - 3 275 სამხრეთაფრიკული რანდი
სიახლეებში დაბრუნება