ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაიხსნება

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაიხსნება

09-10-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული  ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნის  ცერემონია  15 ოქტომბერს 10:00 საათზე  გაიმართება.

ცენტრის დამფუძნებლები არიან: ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 გარდა ამისა,  იმავე დღეს,  ასევე  დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები - აკადემიური დიალოგი  ნათელი მომავლისათვის".

ღონისძიების ფარგლებში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისდამი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა მოეწყობა.

საქართველო აქტიურ  მონაწილეობას იღებს აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში და ამ მიმართულებით, ახლად დაარსებული ინსტიტუტი მიზნად ისახავს საქართველო-ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების საფუძვლიან ხელშეწყობას, აკადემიური კავშირების გაძლიერებას. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის  მეთოდების  შემუშავებას,  ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების  გაცვლითი პროგრამების დანერგვას  ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიასა და აკადემიის შემადგენლობაში არსებულ ასზე მეტ  ინსტიტუტში.

ღონისძიებაში მონაწილეობას ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

 

სიახლეებში დაბრუნება