საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი მორიგ აქტივობას გეგმავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი მორიგ აქტივობას გეგმავს

09-10-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი,  10 ოქტომბერს 16.00 საათზე მორიგ აქტივობას გეგმავს. 

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის გარშემო  გაიმართება  მსჯელობა, თუ როგორ  უნდა იყოს ჩართული აქტიურად  ასეთი ლაბორატორიები ჩვენს ყოველდღიურობაში, მიუხედავად ასაკისა და პროფესიული განხრისა.

თემის ფარგლებში  ყურადღება გამახვილდება ბავშვების ინტელექტს,  მათ ცნობადობის ამაღლების  გზებზე და  სხვა  ბევრ საინტერესო თემაზე.

სტუმრებს ველოდებით როგორც ბაღების სააგენტოდან, ასევე აფხაზეთის მთავრობიდან განათლების მინისტრს,  ტექნოპარკის მენეჯერს,  ფსიქოლოგს, შშმ პირების ორგანიზაციის  წარმომადგენელს და  ასევე განათლების ახალგაზრდული ასოციაციის წარმომადგენლებს. სამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობა  1 საათამდე გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება