სემინარი

13-03-2014

სემინარი

“გაიცანი და გააცანი DCFTA”

12 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, პროექტის “გაიცანი და გააცანი DCFTA” ფარგლებში, სემინარი ჩატარდა. სემინარი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტებმა ჩაატარეს. პროექტის “გაიცანი და გააცანი DCFTA” ფარგლებში, სემინარი ჩატარდა

აღნიშნული პროექტი ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი  ვაჭრობის სივრცის  შესახებ შეთანხმების ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოში  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სემინარები იმართება საქართველოს უნივერსიტეტებში  (17 უნივერსიტეტი) და სტუდენტებს მიეწოდებათ ვრცელი ინფორმაცია DCFTA-ს სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ დისკუსიაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობისათვის. პროექტის “გაიცანი და გააცანი DCFTA” ფარგლებში, სემინარი ჩატარდა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები