საგამომცემლო სახლ „ტექნიკურ უნივერსიტეტის“ გამოცემებს ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI) მიენიჭა

საგამომცემლო სახლ „ტექნიკურ უნივერსიტეტის“ გამოცემებს ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI) მიენიჭა

07-10-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლ  „ტექნიკური უნივერსიტეტის“  მიერ გამოცემულ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში განთავსებულ პუბლიკაციებს მიენიჭა ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI), რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CrossRef-ს შორის 2019 წლის, ივნისში,  გაფორმებული ხელშეკრულება.

ეს თავის მხრივ ეს უზრუნველყოფს სამეცნიერო ნაშრომის ხელმისაწვდომობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, გაზრდის სამუშაოს ციტირებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სააგენტო CrossRef-ის წევრია. CrossRef-თან ურთიერთობის რეგულირებას, სტუ-ის სამეცნიერო პუბლიკაციების ინდექსირებისა და აღრიცხვიანობის სამუშაოებს ასრულებს სტუ-ის ინსტიტუტი ტექინფორმი.

 

სიახლეებში დაბრუნება