იმიტირებული სასამართლო პროცესი

12-03-2014
იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუდენტებისათვის ტრეფიკინგის თემაზე
 
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე აცხადებს იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსს.
 
პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე; სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება/დახვეწას  და მათ დაახლოებას ერთმანეთთან.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს  შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, კონკურსში მონაწილეობის საფუძველზე.
 
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: http://tcj.gov.ge/?p=1252
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები