CERGE-EI პროგრამები

11-03-2014
პრაღის ეკონომიკური კვლევებისა და განათლების ცენტრი - ეკონომიკის ინსტიტუტი / CERGE-EI სტიპენდიები
 
პრაღის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ეკონომიკური კვლევებისა და განათლების ცენტრი - ეკონომიკის ინსტიტუტი / CERGE-EI სტუდენტებს სთავაზობს ეკონომიკის სადოქტორო და გამოყენებითი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამებს.
 
სამუშაო ენა ინგლისურია. PhD სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ორივე, ამერიკულ და ჩეხეთის დოქტორის აკადემიურ ხარისხებს ეკონომიკაში. სამაგისტრო კურსის შემთხვევაში - აშშ-ს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს გამოყენებით ეკონომიკაში, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის სათანადო აკდამიური ხარისხის ექვივალენტურად.
 
სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.cerge-ei.cz
 
CERGE-EI ეკონომიკის ინსტიტუტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე, აცხადებს კონკურსს „ახალი ეკონომიკური ტალანტი 2014“. კონკურსი 2 ეტაპისგან შედგება და სამუშაო ენა ინგლისურია. მოხსენებების თემა ეკონომიკის ნებისმიერი მიმართულებას გულისხმობს და წარდგენის ბოლო ვადაა 15.04.14.
 
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.cerge-ei.cz/talent
 
CERGE-EI ასევე აცხადებს კარიერული ინტეგრაციის სტიპენდიების პროგრამას (CIF).
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.cerge-ei.cz/teaching-fellows/career-ontegration-fellowships

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები