ლექცია

11-03-2014
ამერიკელი მეცნიერი სტუ-ში ლექციას წაიკითხავს
 
14 მარტს, 16:30 სთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, შეხვედრების ოთახი) გაიმართება ლექცია, რომელსაც ამერიკის საელჩოს მოწვევით წაიკითხავს პროფ. სუზენ კლოსტერჰაუზი (რეგენერაციული პროდუქციის საინოვაციო ინსტიტუტი, აშშ).
ღონისძიება გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ტარდება. ლექციის თემას წარმოადგენს “ქალების ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში”. ამერიკელი მეცნიერი ისაუბრებს თავისი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე, ქალთა როლზე სამეცნიერო მუშაობაში. 
 
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები