სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

15 ოქტ

სტუ-ის ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრში ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

15 ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრში ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველთა  რეგისტრაცია დაიწყო. სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შესწავლა უფასოა
15 ოქტ

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა
15 ოქტ

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენ

30 სექტემბერს, დიდ ჯიხაიში, გაიმართა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 165 წელსა და რუსუდან ნიკოლაძის დაბადებიდან 135 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
13 ოქტ

შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

2019 წლის 29 ოქტომბერს, გლდანის პროფესიული განათლების კოლეჯში, ჩატარდება ევროკავშირის ახალი პროგრამის - „უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად" („Skill Development and Matching for Labour Market Needs“) ოფიციალური წარდგენის ღონისძიება. ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ოფიციალურად იწყებენ ახალი, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას 48,5 მლნ ევროს კომპაქტის ფარგლებში. პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გაუმჯობესებას
11 ოქტ

სტუ-ში DUNE კოლაბორაციის ხელმძღვანელების ვიზიტი დასრულდა

29 სექტემბერ - 3 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სამუშაო ვიზიტით ფერმილაბის დელეგაციის და კოლაბორაცია DUNE ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ
09 ოქტ

ტექნიკურ უნივრსიტეტში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“
09 ოქტ

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული  ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნის  ცერემონია  15 ოქტომბერს 10:00 საათზე  გაიმართება
09 ოქტ

ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის საგრანტო კონკურსზე განცხადებების მიღება 17 ოქტომბერს სრულდება

ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე განცხადებების  მიღება  17 ოქტომბერს სრულდება
09 ოქტ

სტუ-ის მეცნიერებს EURAXESS-ში გაწევრიანებით მიღებული პერსპექტივები მიხეილ ბატიაშვილმა და ზვიად გაბისონიამ გააცნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებით, გაიმართა პრეზენტაცია, თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”
09 ოქტ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი მორიგ აქტივობას გეგმავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი დღეს,  10 ოქტომბერს 16.00 საათზე მორიგ აქტივობას გეგმავს
08 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
07 ოქტ

ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით CERN-ის მეცნიერი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 4-5 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია CMS-ჯგუფის RPC-სუბდეტექტორის ხელმძღვანელი, ბარის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა
07 ოქტ

საგამომცემლო სახლ „ტექნიკურ უნივერსიტეტის“ გამოცემებს ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI) მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლ  „ტექნიკური უნივერსიტეტის“  მიერ გამოცემულ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში განთავსებულ პუბლიკაციებს მიენიჭა ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI),  რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CrossRef-ს შორის 2019  წლის, ივნისში,  გაფორმებული ხელშეკრულება

სიახლეები 1 - 20 of 3451