მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

05-03-2014
მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტთა
საყურადღებოდ
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებსახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობისამსახური ¾ერთად”,  რომლის ძირითადი ფუნქციებია:
– კოორდინაცია გაუწიოს ახალგაზრდა მეცნიერთა და ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტთა საქმიანობას.
– ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასა და დანერგვაში, გაუწიოს მათ კონსალტინგური მომსახურება.
ჩვენთან ფუნქციონირებს სისტემების (პროგრამული პროდუქტების) შექმნაზე ორიენტირებული პროგრამირების გამოყენების მუდმივმოქმედი კურსები C#-ს,  Java-სა და სხვა თანამედროვე ენების ბაზაზე.
ახლ აცხადდება კონკურსები შემდეგ სამეცნიერო-სასწავლო გამოყენებით პროექტზე:
პროგრამული სისტემის შექმნა, სტუ-ის სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზისა და სტანდარტიზაციისთვის.
ქართული ენის კომპიუტერული მოდელირება უცხოური ენებიდან თარგმანისთვის.
გადაწყვეტილების მიღების კომპიუტერული სისტემა საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისთვის.
იმიტაციური სისტემა ურბანული სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და მართვისთვის.
სასწავლო-შემეცნებითი ვებპორტალი სკოლის მოსწავლეებისთვის.
იმიტაციური მოდელები სხვადასხვა ტექნიკური პროცესისთვის.
სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, უნდა მობრძანდნენ ჩვენთან, სპეციალური განაცხადის შესავსებად. ჩატარდება გასაუბრება, შემდეგ დაიდება ხელშეკრულება. პროექტში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
აუცილებელია/სასურველია კომპიუტერის, პროგრამირებისა და მათემატიკის ცოდნა (ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის  1-2 კურსის დონეზე), ასევე, ინგლისურ (ან სხვა უცხოურ) ენაზე სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება-გარჩევის უნარი ინტერნეტის საშუალებით.
ჩვენი მისამართია: სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510. ტელეფონი: 236-41-28. 6447.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები