საქველმოქმედო აქცია

28-02-2014
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია ეწვია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს
 
 
24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია (თავმჯდომარე - პროფ. ნ. კუციავა, ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე - პროფ. ე. ჩხიკვაძე, ასოციაციის წევრები - პროფესორები ლ. კახიანი, ნ. პაპავა, ლ. სუთიძე და სხვები) თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს ეწვია.
პანსიონატში სტუ-ს ქალთა ასოციაციის ორგანიზებითა და შპს „ტკბილი ქვეყანას“ თანადგომით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა, სადაც პანსიონატის დირექტორმა, ქალბატონმა  დ. თომაძემ ხასგასმით აღნიშნა, თუ  რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ლამაზი წუთები პანსიონატის მკვიდრი ამაგდარი ადამიანებისათვის და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები